- პროექტის სახელი: ინდიკატორები
- პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია და გამოიკვლიონ ბუნებრივი ინდიკატორები.
- პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებმა დამოუკიდებლად უნდა შეამოწმონ რომელი მცენარის ან ხილის წვენი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ბუნებრივი ინდიკატორი, ანუ ნივთიერება, რომლის საშუალებით შეიძლება ხსნარის რეაქციის შემოწმება. ისინი სახლის პირობებში აიღებენ სხვადასხვა წვენს და აკვირდებიან ამ წვენის ფერის ცვლილებას განსხვავებული რეაქციის ხსნარებში(ძმრის წყალხსნარი, ლიმონიმჟავის წყალხსნარი, სოდის წყალხსნარი და ა.შ). ადგენენ დიაგრამებსა და ცხრილებს, აკეთებენ კლასიფიკაციას, გამოაქვთ შესაბამისი დასკვნები
- მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13-15 წელი/VII-IXკლასები
- ვადების ხანგრძლივობა: წლის განმავლობაში
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება, კვლევა, კვლევის მასალის კლასიფიკაცია და ელექტრონიული ვერსიის შექმნა, დიგრამებისა და ცხრილების შედგენა, პრეზენტაცია, ბლოგების შექმნა,
- მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან: ბლოგების, ცხრილებისა და დიაგრამების შექმნას, ექსპერიმენტის დამოუკიდებელ ჩატარებას. გამოიმუშავებენ უნარებს: კვლევა-ძიების, კომპიუტერთან მუშაობის, დასკვნების გამოტანის, მასალის კლასიფიკაციისა და პრეზენტაციის.
- სარგებელი სხვებისათვის: ამ პროექტზე მუშაობისას გამომუშავებული უნარ-ჩვევები ეხმარება მოსწავლეებს აიმაღლონ საკუთარი თავისადმი რწმენა, რაც საჭიროა სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.
- სამუშაო ენა: ქართული
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქიმია, ბიოლოგია, ხელოვნება
- მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
- პროექტის ფასილიტატორი: ლელა ბუბაშვილი
- ფასილიტატორის ელ-ფოსტა: lelabuba@gmail.com
- პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?14@@.1eac4046
- პროექტის ვებ-გვერდი: indikatorebi.blogspot.com
ინდიკატორები
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
საინტერესო და აქტუალური პროექტია,გესტუმრებით
ОтветитьУдалитьძალიან მაგარია, ყველაზე საჭირო თემაა ჩვენს განათლებაში. აუცილებლად ჩავერთვებით ამ პროექტში
ОтветитьУдалитьშენ უდიდესი შესაძლებლობების ადამიანი ხარ! მიყვარხარ!
ОтветитьУдалитьლელა, ჩემო კარგო,შენი ბლოგი ძალიან მომეწონა,აუცილებლად შემოგიერთდებით.
ОтветитьУдалитьძალიან გამეხარდა შენი კომენტარი
ჩვენს ბლოგზე. ჩაერთეთ ჩვენს პროექტში!
ნიჭიერი და საყვარელი ადამიანი ხარ,გისურვებ წარმატებებს!
ირმა თიკანაძე
მე-4 საჯარო
ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია.რაც მთავარია ბავშვს აძლევს მას, რაც ყველაზე მეტად აუცილებელია თანამედროვე ყოფისათვის.
ОтветитьУдалитьირმა საინტერესო პროექტია.
ОтветитьУдалитьძალიან საინტერესო იქნება მოსწავლეებისათვის ამ პროექტზე მუშაობა და დარწმუნებული ვარ ისეთი ინფორმაციით შეიარაღდებიან , რომელიც ცხოვრებაშიც არა ერთხელ გამოიყენებენ
პროექტი "ხაჭაპური"-ს ფასილიტატორი