ინდიკატორები

  1. პროექტის სახელი: ინდიკატორები
  2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია და გამოიკვლიონ ბუნებრივი ინდიკატორები.
  3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებმა დამოუკიდებლად უნდა შეამოწმონ რომელი მცენარის ან ხილის წვენი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ბუნებრივი ინდიკატორი, ანუ ნივთიერება, რომლის საშუალებით შეიძლება ხსნარის რეაქციის შემოწმება. ისინი სახლის პირობებში აიღებენ სხვადასხვა წვენს და აკვირდებიან ამ წვენის ფერის ცვლილებას განსხვავებული რეაქციის ხსნარებში(ძმრის წყალხსნარი, ლიმონიმჟავის წყალხსნარი, სოდის წყალხსნარი და ა.შ). ადგენენ დიაგრამებსა და ცხრილებს, აკეთებენ კლასიფიკაციას, გამოაქვთ შესაბამისი დასკვნები
  4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13-15 წელი/VII-IXკლასები
  5. ვადების ხანგრძლივობა: წლის განმავლობაში
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება, კვლევა, კვლევის მასალის კლასიფიკაცია და ელექტრონიული ვერსიის შექმნა, დიგრამებისა და ცხრილების შედგენა, პრეზენტაცია, ბლოგების შექმნა,
  7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან: ბლოგების, ცხრილებისა და დიაგრამების შექმნას, ექსპერიმენტის დამოუკიდებელ ჩატარებას. გამოიმუშავებენ უნარებს: კვლევა-ძიების, კომპიუტერთან მუშაობის, დასკვნების გამოტანის, მასალის კლასიფიკაციისა და პრეზენტაციის.
  8. სარგებელი სხვებისათვის: ამ პროექტზე მუშაობისას გამომუშავებული უნარ-ჩვევები ეხმარება მოსწავლეებს აიმაღლონ საკუთარი თავისადმი რწმენა, რაც საჭიროა სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.
  9. სამუშაო ენა: ქართული
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქიმია, ბიოლოგია, ხელოვნება
  11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
  12. პროექტის ფასილიტატორი: ლელა ბუბაშვილი
  13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: lelabuba@gmail.com
  14. პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?14@@.1eac4046
  15. პროექტის ვებ-გვერდი: indikatorebi.blogspot.com